11:32 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 13:33:29, 1386 ნახვა

კომენტარი
გახარია - აშშ, ბრიტანეთი, ევროკავშირი ქმედით დახმარებას გვიწევენ, რომ ჰიბრიდულ საფრთხეებს გავუმკლავდეთ

მთავრობის დამტკიცების საპარლამენტო განხილვაზე, გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთ საკითხად ქვეყნის ჰიბრიდული გამოწვევები და ამასთან ბრძოლა დასახელდა.

გიორგი გახარიას თქმით, ამ კუთხით ძირითადი ამოცანა იქნება, საერთაშორისო პარტნიორებთან მაქსიმალურად ეფექტიანი თანამშრომლობა.

„ჰიბრიდული გამოწვევები ეს არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის სერიოზული პრობლემა თანამედროვე სამყაროში. დიდი სისტემური სახელმწიფოებიც რთულად უმკლავდებიან მსგავს გამოწვევებს, არაფერი რომ არ ვთქვათ ჩვენს მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ამ საკმაოდ რთულ რეგიონში. გულწრფელად მინდა გითხრათ, ჩვენ ამ მიმართულებით გვიჭირს და აქ სწრაფი შედეგის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეფექტური თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ძირითადად ჩვენ აქ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან, ევროკავშირთან. ისინი ქმედით დახმარებას გვიწევენ, რომ ჩვენ ჰიბრიდული საფრთხეები, სხვადასხვა გამოვლენით, რბილი ძალიდან დაწყებული, სხვადასხვა ფორმებით გამოვლენით, მათ შორის საინფორმაციო - გავუმკლავდეთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს „Fake ნიუსის“ პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არ არის ის პრობლემა და ის გამოწვევა, რომელთანაც მარტივად შეიძლება ბრძოლა, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, როდესაც ემთხვევა ბევრი სხვადასხვა, დიდი, სისტემური გლობალური მოთამაშის ინტერესი. ამიტომ, ამ მიმართულებით, ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება, მაქსიმალურად ეფექტურად ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics