17:43 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 13:16:04, 1667 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი „ოცნებას“: მხარს არ გიჭერთ, იმიტომ რომ „სააკაშვილ-ბოკერიებს“ არ სჯით

ეწევით მათთან პოლიტიკურ თამაშებს, პოლიტიკურ სპექტაკლებს და სწირავთ ქვეყანას, - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს მიმართა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური თამაშის შედეგია არჩევნებზე დაფიქსირებული ხმების ის რაოდენობა, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო.

„ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ, რომ თქვენ განზრახ, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, არ დასაჯეთ და არ სჯით „სააკაშვილ-ბოკერიებს“. მეტიც, ეწევით მათთან პოლიტიკურ თამაშებს, პოლიტიკურ სპექტაკლებს და სწირავთ ქვეყანას.  800 ათასი ხმა, ვირტუალური, რომელიც თქვენ დაუწერეთ ნაციონალურ მოძრაობას. 800 ათასი მხარდამჭერი რომ ჰყავდეთ, კიდევ კარგი არ ჰყავთ, 8 ათასი ადამიანი მაინც უნდა ჰყავდეთ პარლამენტის წინ. ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. მაგრამ მე მოგიწოდებთ ეს პოლიტიკური სპექტაკლები დამთავრდეს ჩვენ ქვეყანაში“, - აღნიშნა ინაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics