17:42 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 12:17:14, 1474 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: სამუშაო ადგილი სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა უნდა შექმნას

გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილი უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა, მაგრამ სანამ ქვეყანა სიღარიბის საბოლოო დაძლევას მიაღწევს, სახელმწიფო მაქსიმალურად ფოკუსირებული იქნება სოციალური დაცვის ფუნქციებზე.

„სიღარიბე არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. მისი შემცირების გარკვეული დინამიკა დღეს ფიქსირდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი -ეს ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის. სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიღარიბეზე, საბოლოო ჯამში ჩვენ ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე. დღეს ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილი უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა, ამისთვის ჩვენი მთავრობის ძირითადი პრინციპები იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული საწარმოო სიმძლავრეების განვითარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ ადამიანური კაპიტალის განვითარება. ამას ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს ეფექტურმა და ეფექტიანმა ბიუროკრატიამ, რომლის ეფექტური მუშაობაც იქნება ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპი და ძირითადი ამოცანაც. სანამ ჩვენ მივაღწევთ სიღარიბის საბოლოო დაძლევას, ჩვენი სოციალური სამსახურები და სახელმწიფო სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იყოს მაქსიმალურად ფოკუსირებული, მაქსიმალურად ეფექტიანად ახორციელებდეს თავიანთი სოციალური დაცვის ფუნქციებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics