21:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 23:05:32, 2661 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი, რომელიც დღეს თქვენს წინაშეა წარდგენილი, ძალიან წარმატებული იქნება

„მჯერა და მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი გუნდი, რომელიც დღეს თქვენს წინაშეა წარდგენილი, იქნება ძალიან წარმატებული",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ.

მისივე თქმით,  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბატონი გიორგი გახარია გუნდის გამორჩეული წევრია, გამორჩეული ლიდერი და გამორჩეული მენეჯერი.

„თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა ამ 12 თვეში წარმატებულად მივიდეს არჩევნებამდე.  რამდენად ვიქნებით ჩვენ წლის ბოლომდე, ვინ როგორ იქნება მინისტრი, დამოკიდებულია იმ ძალისხმევაზე, რასაც თითოეული ჩვენგანი გაიღებს. ყველანი ვართ მაქსიმალურად მოტივირებულები, რომ ბატონ გიორგის ამოვუდგეთ გვერდში და გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ქვეყანას მივცეთ ყველაზე მეტად დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური შესაძლებლობები და ვიყოთ წარმატებული გუნდი როგორც რეფორმების, ასევე სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics