|
2019-09-05 19:55:55, 1582 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ადამიანების ეკონომიკურ საქმიანობაში უფრო მეტად ჩართვის მიზნით რამდენიმე პროგრამის განხორციელებას ვგეგმავთ
იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მეტად ინკლუზიურ, ეკონომიკურ ზრდას და ადამიანების უფრო მეტად ჩართვას ეკონომიკურ საქმიანობაში, დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე პროგრამის განხორციელება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 2019 წლიდან განახლებული სახით გაიშვება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა. „ამ პროგრამამ თავის დროზე კარგად იმუშავა, შეასრულა მასზე დაკისრებული ამოცანები, მაგრამ ახლა ვარგებთ მიმდინარე ვითარებას, ახალ გამოწვევებს. ამ პროგრამას განახლებული ფორმით შევთავაზებთ განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. ცვლილებები მოიცავს ახალ პრიორიტეტულ სეგმენტებს, შეფასების გაუმჯობესებულ მოდელს, უფრო გამჭვირვალე პროცედურებს და გრანტის თანხის მაქსიმალური ოდენობის გაზრდას 30 000 ლარამდე. ამასთან, პროგრამის ფარგლებში იმოქმედებს უფრო შეღავათიანი თანადაფინანსების პირობა მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონებისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც წარმოადგენს ბიზნესისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და რომელიც გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას იმ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთაც სესხის ასაღებად არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „ეს მექანიზმი რამდენიმე ხნის წინ დაინერგა, საკმაოდ კომპლექსურია და ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით კომერციულ ბანკებთან, რათა უფრო ოპტიმალური შეთანხმებისთვის მიგვეღწია და ახლა მზად ვართ, რომ ეს სქემა რეალურად ამოქმედდეს და დღევანდელ ამოცანებს მოემსახუროს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)