16:30 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 14:43:51, 1258 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური 20 ივნისის საქმეზე: მადლობას ვუხდი მინისტრს და ყველა პოლიციელს, რომელმაც სახელწიფო დაიცვა

 „რომ არა მინისტრი და თოთოეული პოლიციელი ალბათ 20 წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა“, - ასე  გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს.

გომელაურის შეფასებით, ძალიან მძიმე ამბავი მოხდა 20 ივნისს, თუმცა ცალსახად გამიჯვნა, რომ თოთოეული მოქალაქე მართალი იყო,  ყველა პოლიციელი დამნაშავე, არასწორია.

„რაც შეეხება 20 ივნისის თემებს, მოხდა ძალიან სამწუხარო რამ, რაც ძალიან ცუდია. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ცუდია, როგორც მოქალაქეები დაზარალდნენ, ასევე პოლიციელები. 80-ზე მეტი პოლიციელი მეორე დღეს საავადმყოფოში იწვა და მკურნალობდა, ასევე მხედველობა დაკარგა ერთმა საერთოდ და მეორეს რაღაც პროცენტები დარჩა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, გოგონამ თვალი დაკარგა და კიდე რამდენიმე ადამიანს თვალი დაუზიანდა. ძნელი იყო კონტროლირება, ასე ვიზამდი, ისე ვიზამდი. რა თქმა უნდა, რომ დასრულდება ყველაფერი შემდეგ ადვილია საუბარი.მე 26-ე წელია ვმუშაობ და როცა შენს მეწყვილეს ხედავ რომ ათეულობით ადამიანი იტაცებს, გაჰყავს, ფეხით თევალვენ, გლიჯავენ ჩაფხუტებს, ფორმას აგლიჯავენ და სცემენ... იქ რა თქმა უნდა, გადაცდომები იყო და პროკურატურა და სასამართლო არსებობს და მოქალაქე იქნება თუ პოლიციელი გადაცდომაზე პასუხი უნდა აგოს. მაგრამ ის რომ მოქალაქეები ყველა მართლები იყვნენ და მხოლოდ პოლიციელებმა დააშავეს, ასე არ შეიძლება რომ მივუდგეთ. ის ადამიანები იდგნენ და მინდა მადლობა მოვუხადო მინისტრიდან დაწყებული რიგითი პოლიციელით დამთავრებული, სახელმწიფოებრივობა დაიცვეს, რომ არა ისინი ალბათ 20 წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა“, - აღნიშნა გომელაურმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics