|
2019-09-05 11:56:05, 1409 ნახვა
სამართალი
გომელაური: ადამიანის უფლებების დაცვა შსს-სთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა
ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა სამინისტროსთვის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის დროს განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, „სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომლის ფუნქციას წარმოადგენს დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სამინისტროს საქმიანობაში კვლავ პრიორიტეტული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. „სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომლის ფუნქციას წარმოადგენს დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სამინისტროს საქმიანობაში კვლავ პრიორიტეტული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. დღევანდელი მდგომარეობით, სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამოქმედდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, გამკაცრდა პოლიტიკა ოჯახში მოძალადე სამართალდამცავების მიმართ. შემცირდა ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი ქალთა მკვლელობების რაოდენობა. გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტულია დაზარალებულის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა, აგრეთვე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მხარდაჭერის მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომელიც საპილოტე რეჟიმში თბილისსა და რუსთავში უკვე ამოქმედდა. კოორდინატორების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესში გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სისტემაში, კერძოდ კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, პირველად იქმნება არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულის სპეციალიზებული საგამოძიებო სამმართველო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა სამინისტროსთვის და ამ კუთხით რეფორმებს ინტენსიურად გავაგრძელებთ. მათ შორის, აქტიურად გაგრძელდება ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
(NS)
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)