12:49 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 17:31:01, 1231 ნახვა

პოლიტიკა
სენატორები - ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც რუსეთი „დიდ შვიდეულში“ არ უნდა დაბრუნდეს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა

ამერიკელი სენატორები რუსეთის "დიდ შვიდეულში" დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან. შესაბამისი შინაარსის წერილით კანონმდებლებმა თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს მიმართეს. 

წერილის ტექსტი სენატორმა ბობ მენენდესმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

როგორც სენატორების წერილშია ნათქვამი, „დიდი შვიდეულის“ დანიშნულება „დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო კანონმდებლობის საერთო ღირებულებების დაცვაა. 

კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ რუსეთი არ წარმოადგენს არც დემოკრატიულ ინსტიტუციებს და არც ეკონომიკურ ძალას. წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთი "დიდი რვიანიდან" 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო გარიცხეს. 

წერილში მოცემულია ჩამონათვალი, რის გამოც რუსეთი „დიდ შვიდეულში“ არ უნდა დააბრუნონ, მათ შორის არის საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის გაგრძელება, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენება [სკრიპალების საქმე], სირიაში სადის რეჟიმის მხარდაჭერა და რუსეთში პოლიტიკური ოპონენტების დევნა. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics