12:50 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 13:45:08, 1268 ნახვა

პოლიტიკა
ბრუნო ლე მერი: საფრანგეთი მზად არის საქართველოში მეტი ინვესტიცია განახორციელოს

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მერის განცხადებით, ოფიციალური პარიზი მზად არის საქართველოში მეტი ინვესტიცია განახორციელოს, - ამის შესახებ ფრანგმა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბრუნო ლე მერიმ აღნიშნა, მას მიაჩნია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უნდა გაძლიერდეს. 

"მქონდა პატივი მემასპინძლა საქართველოს პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც ძალიან კარგი მეგობარია. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. მე გადავეცი პრეზიდენტს, რომ საფრანგეთი მზადაა მეტი ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში. ვფიქრობ, რომ უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი მაგალითად ტურიზმში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ტრასპორტის მიმართულებით, ქალაქის განვითარებაზე, გარემოზე. მე ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის არის სივრცე ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და საინტერესო საუბარი. მე მოუთმენლად ველოდები საქართველოში ვიზიტს ურთიერთობების გასაძლიერებლად", - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics