12:50 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 11:39:07, 1276 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ დღისწესრიგს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შვედ კოლეგას საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლა.

შეხვედრის შემდეგ  2 ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა პრესკონფერნცია გამართეს და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ დღისწესრიგს. მანვე დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ყოველწლიურად უმჯობესდება. 

პარლამენტის სპიკერის მტკიცებით, შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტოიულ მთლიანობას. თალაკვაძის განცხადებით, მიუღებელია 21-ე საუკუნეში, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, რასაც რუსეთი უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს. 

"საქართველოს მოსახლეობის სახელით მსურს მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს შვედ კოლეგას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ვაფასებთ შვედეთის მხარდაჭერას და წლების განმავლობაში ეს თანამშრომლობა საუკეთესო სახით ვითარდება. მოხარულები ვართ, რომ იზრდება ვიზიტორების რაოდენობა, უფრო მეტი სტუდენტი სწავლობს შვედეთშუ, უდრო მეტი შვედური კომპანია შემოდის ქართულ ბაზარზე. წლების შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული შემაშფოთებელი და რთული მდგომარეობა, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენთვის მიუღებელია, რომ 21-ე საკუნეში მეზობელი სახელმწიფო იტაცებს ჩვენს მამა-პაპისეულ მიწებს, ძალადობრივი მეთოდებით ავლებს ბარიერებს, ხელოვნურად ყოფს სოფლებს, ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე ახორციელებს საკუთარ ინტერესებს. მადლობას ვუცდი შვედ ხალხს და ჩემს კოლეგას, რომ საქართველოს შვედეთის მხრიდან აქვს მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. შვედეთს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის თანაავტორს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ევროპული მისწრაფების განხორციელების პროცესში. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ დღისწესრიგს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics