|
2019-08-28 11:26:30, 3307 ნახვა
ეკონომიკა
ქვეშეთი -კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 370 მლნ ევროთი დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკთან (ADB) წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, 27 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარიმ ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე სასესხო შეთანხმებას. სასესხო შეთანხმების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს, დაახლოებით, 370 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს, რომელიც მოხმარდება ქვეშეთსა და კობს შორის 23-კილომეტრიანი ორზოლიანი შემოვლითი გზის, 6 ხიდისა და, ჯამში, დაახლოებით, 10.5 კილომეტრი სიგრძის 5 გვირაბის მშენებლობას. შეგახსენებთ, რომ, პროექტის მიხედვით, ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ-ის სიგრძისაა და ამიერკავკასიაში არსებულ გვირაბებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. "ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცებისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. პროექტი მნიშნელოვანი წინაპირობა იქნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. იგი გააჩენს ახალ პერსპექტივებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში ახალი ეკონომიკური საქმიანობის წამოსაწყებად. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისათვის“,ს - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ. "მაღალი ხარისხის საგზაო ქსელი, რომელიც საქართველოში რეგიონებსა და ბიზნესებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებთან დააკავშირებს და ეროვნული და რეგიონული ღირებულებების ჯაჭვში ჩართავს, მეტისმეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის. მოხარული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებში მთავარი სატრანსპორტო და სავაჭრო გზების გაფართოებას“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარმა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შესრულებული პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით, რადგან ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ კლიმატურ პირობებში უზრუნველყოფს უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობას და დაახლოებით ერთი საათით შეამცირებს გზას დედაქალაქიდან სტეფანწმინდამდე. პროექტი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, გაჩნდება ახალი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი დონორი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მხარდაჭერით ქვეყანაში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის მონაწილეობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მიმართულებით.
(NS)
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)