12:49 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 18:33:10, 2039 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი არ ექნება

 „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

ჩუგოშვილის შეფასებით, აღნიშნულ არჩევნებს არანარი სამართლებრივი ძალა არ აქვს და მიმდინარე  პროცესები არალეგიტიმურია.

„ე.წ. არჩევნებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს, რადგან ეს ტერიტორიები მსოფლიოს მიერ არ არის აღქმული და ცნობილი როგორც დამოუკიდებელი. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება. მიმდინარე პროცესები არალეგიტიმურია და სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირ შედეგს არ წარმოშობს. ეს არის ფარსი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას განცდას უჩენს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს. ამ არჩევნებს არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი არ ექნება, ვიდრე ეს ტერიტორიები მიჩნეულია საქართველოს სუვერენულ და განუყოფელ ნაწილად, რომელიც ჩრდილოელი, მტრულად განწყობილი მეზობლის გამო არ არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი და ვერ ხვდება საქართველოს ხელისუფლების სრული კონტროლის ზონაში“,  - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics