11:37 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-25 14:19:56, 1426 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - ხელისუფლება მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს მოსახლეობასთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერიისა და ახალშენის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.  

„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა თქვენგანის ხმა ისმოდეს ხელისუფლების ყველა დონეზე.  იქნება ეს აღმასრულებელი, პარლამენტი, თუ სხვა ნებისმიერი უწყება, რომელიც  ვალდებულია ემსახუროს ხალხს,  ჩვენს ოჯახებს.  სწორედ,  ყოველდღიურ რეჟიმში  კოორდინირებულად, ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც ხალხს აწუხებს „- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რეგიონის პირველმა პირმა მოსახლეობას სოფლის პროგრამები, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ახალი პროექტები გააცნო. ისაუბრა საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ბიუჯეტის 25% მომავალი თაობის განათლებაზე უნდა დაიხარჯოს. თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებსაც შეეხო. ადგილობრივებს დაჰპირდა,  რომ, როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე ცენტრალური აპარატი საქართველოს მთავრობასთან ერთად,  ყველაფერს გააკეთებს საცხოვრებლისა და მიწის დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.  

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics