|
2019-08-21 14:18:11, 1088 ნახვა
პოლიტიკა
ბრაიზა: ანაკლიის პორტს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია
ვფიქრობ, ანაკლიის პორტს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR-ს განუცხადა. ბრაიზა მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რუსეთზე ეკონომიკურად აღარ იყოს დამოკიდებული და ეს არის მიზეზი, რის გამოც რუსეთს სძულს ეს პროექტი. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას აღმოუჩენს იმ შემთხვევაში, თუ, ღმერთმა ნუ ქნას და, ქვეყანა ისევ სერიოზული დაძაბულობის წინაშე დადგება. როგორც 2008 წელს დავრწმუნდით, საქართველო მე-5 მუხლის გარანტიით არ სარგებლობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუ რუსეთი კვლავ განახორციელებს სამხედრო მოქმედებას საქართველოში, ნატო მას სამხედრო ძალით დაეხმარება, თუმცა, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობდა საქართველოში მასალების შემოტანისა და რუსეთისთვის დაშინების სიგნალის გაგზავნის საჭიროება. ფოთის პორტზე დაყრდნობა, ლოჯისტიკური თვალსაზრისით, რთული გამოდგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსებმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი სანაპირო დაცვის ნავები ჩაძირეს, თუმცა, ისეთი დიდი პორტის საშუალებით, როგორიც ანაკლიაა, ნატო-ს ლოჯისტიკური საშუალებები გაცილებით ფართოვდება. ანაკლიის პორტი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, ეკონომიკურად ფეხზე მყარად დადგეს და გაცილებით დამოუკიდებელი გახდეს, რაც რუსეთის ეკონომიკურ ბერკეტებს, გარკვეულწილად შეასუსტებს. ეს არის მიზეზი, რის გამოც რუსეთს სძულს ეს პროექტი. ვფიქრობ, რომ თუკი ანაკლიაში აშშ და ნატო რეგულარულად იქნებიან წარმოდგენილი, რუსეთი, რასაკვირველია, ამასაც დაუპირისპირდება, თუმცა რუსეთისთვის ყველაზე დიდი სტრატეგიული გამოწვევა ანაკლიის პორტის წყალობით საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური კავშირების ზრდის შესაძლებლობაა“, - განაცხადა ბრაიზამ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)