23:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 12:28:22, 1315 ნახვა

სამართალი
პოლიციამ კახეთში საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გ. მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ. საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შევიდა და საოჯახო ტექნიკა მოიპარა, რითაც მოქალაქეს 1850 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics