|
2015-07-09 15:42:59, 4593 ნახვა
კულტურა
მუშტაიდის პარკში ხევსურული საღამო „ მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართება
11 ივლისს, 17:00 საათზე მუშტაიდის პარკში თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო „მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართება. რონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. საღამოს დევიზია – თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან! ღონისძიების ორგანიზატორები არიან www.paata.ge და ლუდი „ხევსურული“. „2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება ”ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს” სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილებს. ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას. 13-14 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო აღნიშნული საღამო არ ჩავატარეთ 26 ივნისს და მიგვაჩნია წელს მზიურში არ შეიძლება რომ ჩატარდეს, ამიტომ მიმდინარე წელს ჩატარდება 11 ივლისს მუშტაიდის პარკის (დინამოს სტადიონთან) ამფითეატრში. ამ საღამოებს ყოველთვის ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი. წელს საღამოზე შეგროვდება შემოწირულობა და შეგროვილი თანხა გადაეცემა ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქ "მზიურს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)