17:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-13 14:39:23, 1279 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ მიიღო

საერთაშორისო გამოცემის, Global Finance-ის, მიერ საქართველოს ბანკის  ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა. 

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო  ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა.

საერთაშორისო გამოცემამ  მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების გამარჯვებულები, უკვე მეოცედ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა: ციფრული სტრატეგია, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ოპერაციების მარტივად, სწრაფად და უსაფრთხო შესრულება, ციფრული პროდუქტების მრავალფეროვნება და ინიციატივები. ასევე,  გამართული  ციფრული ფუნქციონალი და  დახვეწილი დიზაინი.

“იყო თანამედროვე, ნიშნავს იყო მუდმივი განვითარების პროცესში, უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშავო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის სწორედ თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით, მომხმარებელთა უშუალო ჩართულობით არის შექმნილი. ის უამრავი პროფესიონალის შრომისა და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა  Global Finance-ის ჯილდო  -საუკეთესო ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში  მოიპოვა. ჩვენი მიზანია, ბიზნესს გავუმარტივოთ ბიზნესპროცესები, საქმის კეთება და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

“ციფრული ბანკინგი, ეს არ არის მხოლოდ მომავალი, ის აწმყოა“, - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics