17:27 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-12 15:23:48, 1222 ნახვა

კომენტარი
სალია: „რუსთავი 2“-ის გასხვისების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების გასხვისებასთან დაკავშირებული პროცესი საჯარო და გამჭვირვალე იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სალიამ აღნიშნა, ჟურნალისტებს პირველ რიგში ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ პოტენციური მყიდველების ვინაობა და მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან. 

„პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ კომპანიის წილების გასხვისებასთან დაკავშირებული პროცესი იქნება საჯარო და მაქსიმალურად გამჭვირვალე.  თქვენ, ჟურნალისტებს, პირველ რიგში   გექნებათ შესაძლებლობა იცოდეთ პოტენციური მყიდველების თაობაზე, დაუსვათ მათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ მათგან პასუხები თუ რაში გამოიხატება მათი ინტერესი და ა.შ“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, დღეს „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ყიდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics