|
2019-08-08 12:54:36, 1197 ნახვა
რეგიონი
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიონის, არშისა და გარბანის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მირიან წიკლაური, გია გაჩეჩილაძე, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ტრიპოლსკი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სიონში, არშასა და გარბანში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა მოსახლეობას ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან დეტალურად ისაუბრა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე. ასევე, მიმოიხილა ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები. 2019 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მიმდინარეობს სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდისა და სიონში კობათუბნის ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები, რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელ კორპუსს არშაში და საჯარო სკოლებს სამივე სოფელში. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სიონში, არშასა და გარბანში სკვერები და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა. ახლახანს კეთილმოეწყო ამბულატორია სოფელ სიონში. ასევე, დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სიონში და შიდა გზების მოწყობა არშაში. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. აქ, ძირითად პრიორიტეტებად მიწების რეგისტრაციის, შიდა გზების მოწესრიგებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხები გამოიკვეთა, ასევე მოითხოვეს რეგიონისთვის რეანომობილის გადაცემა. ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად რეგიონის ყველა დასახლებას მოიცავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)