03:05 - 11 Jun, 2026
|
2019-08-08 12:29:43, 1237 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. „აგვისტოს ომი არის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ჩვენ ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დავკარგეთ, ბევრი ჯარისკაცი. ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და პრინციპული, თანმიმდევრული პოლიტიკით ეცდება გააერთიანოს ეს ქვეყანა. „ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძე დაღუპული კაპრალის თეიმურაზ ბერიძის ოჯახის წევრებს შეხვდა და გაესაუბრა. ჯარისკაცს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 2008 წლის აგვისტოს ომში 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, აქედან 19 ჯარისკაცი აჭარიდან იყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)