16:09 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-04 11:55:38, 1684 ნახვა

ეკონომიკა
ფრეგოს სადგურებზე, რომლის დამფუძნებლები დააკავეს, საწვავის გაყიდვა შეჩერებულია

კომპანია ფრეგოს სადგურებზე, რომლის დამფუძნებლები დააკავეს, საწვავის გაყიდვა შეჩერებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზეზები ობიექურია და მომხმარებლებს ბოდიშს უხდიან.

"საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს არსებულ სიტუაციაში გარკვევა და შეფერხების აღმოფხვრა. არსებულ მდგომარეობაში გარკვევისთანავე, ფრეგო მზად არის გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა.ნებისმიერი ცვლილებსა და დამატებით ინფორმაციას კომპანია ფრეგო უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდით ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით", — ნათქვამია განცხადებაში.

ფრეგოს დამფუძნებლებს, გიორგი თოფჩიშვილს და ვლადიმერ ყველაშვილს, წინასწარი პატიმრობა ორშაბათს შეუფარდეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ბიზნესმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას გულისხმობს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics