2019-08-02 17:37:27, 1781 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ ლარის კურსი ხელოვნურად იყო გაუფასურებული.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ორგანული და სიღრმისეული მიზეზები ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში არ არსებობს.
„ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული. რადგან გამოქვეყნდა კიდევაც პირველი ექვსი თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები. ეკონომიკა იზრდება. საგადამხდელო ბალანსი უმჯობესდება. შესაბამისად, არანაირი ორგანული, სიღრმისეული მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ ლარი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურებული. შესაბამისად, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია არის სრულიად ადეკვატური,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან