14:28 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 14:38:15, 1981 ნახვა

ეკონომიკა
JICA-ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა  და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ ფარგლებში, იაპონელი ექსპერტები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების შესაძლებლობებს ეცნობიან. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ  იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელთან, ეჯირი იოკიჰიკოსთან  და იაპონელ ექსპერტებთან ერთად პროექტის მიმდინარეობა და ძირითადი მიმართულებები განიხილეს.  

იაპონელი ექსპერტების საქართველოში  ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები  გაიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოში.  იაპონელი სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას  წილკნის ბაზაზე  გაეცნენ. კვლევითი ჯგუფის წევრებმა სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის  სერვისცენტრებიც   დაათვალიერეს.  შეხვედრები გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის  და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელოს რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის  წარმომადგენლებთან.
პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ ფარგლებში, იაპონელმა ექსპერტებმა  საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში მოქმედი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.  

საკონსულტაციო-კვლევითი ჯგუფის ვიზიტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლა. ვიზიტის დასრულების შემდეგ  მომზადდება  რეკომენდაციები,  რომლის  საფუძველზე შედგება სასწავლო და ტრენინგ კურსების პროგრამა.  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics