03:16 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 18:13:50, 1462 ნახვა

კომენტარი
ქიბარ ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი შესთავაზა

„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

ხალვაშის განცხადებით, მან დვალისა და აქიმიძისგან ალტერნატიული შეთავაზება მოისმინა, რაზეც გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

„მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40% რუსთავი 2-ის, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ საუბარი არ გაგრძელდება. თვითონ წინადადება მითხრეს, რომელიც საფიქრალია ჩემი მხრიდან და აუცილებლად ვიფიქრებ. არ დავაკონკრეტებ წინადადებას, რადგან კონკრეტიკას კონკრეტული ქმედება უნდა მოჰყვეს და ფიქრის საშუალებას ზღუდავს.

მათი პასუხი ჩემს წინადადებაზე იყო, რომ ჩვენ ამას არ ვიღებთ და თუ რამე სხვა შეთავაზება გექნება კონკრეტული, მოვიფიქრებთ და გეტყვითო. დათო დვალი და ჯარჯი არიან აბსოლუტურად კონსტრუქციული, კარგი პიროვნებები, ასე რომ ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არანაირ სიმძიმეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics