|
2019-07-27 17:36:54, 2119 ნახვა
რეგიონი
თურნავა: უშუქო სოფლების პროგრამის ფარგლებში როშკაში ახალი მიკროჰესი აშენდება
„უშუქო სოფლების პროგრამის ფარგლებში როშკას ელექტროფიცირებისთვის ვაკეთებთ არსებული მიკროჰესის რეაბილიტაციას და ასევე, გაისად, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი დააპროექტებს და დააფინანსებს ახალი მიკროჰესის მშენებლობას" - ამის შესახებ ნათია თურნავა, ხევსურეთში, სოფელ როშკაში ადგილობრივ მოსახლეობას განუცხადა. ეკონომიკის მინისტრი ხეობაში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძესთან ერთად იმყოფებოდა. „სოფელ როშკაში და ამ ხეობის სხვა მიმდებარე სოფლებში იქნება ახალი გზა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო აშენებს, იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტი. „აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება გააფართოვოს და დაამატოს ახალი საოჯახო სასტუმროები, ასევე მოიპოვონ დაფინანსება სოფლის მეურნეობის პროგრამების დახმარებით. მათ ასევე ექნებათ საიმედო ელექტრომომარაგება ახალი მიკროჰესების მშენებლობის შედეგად" - აღნიშნა ნათია თურნავამ სოფელ როშკაში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მინისტრის შეფასებით, მთლიანობაში, ეს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის იმ კუთხეს, რომელზეც ისედაც საკმაოდ მაღალი ინტერესია. „რა თქმა უნდა, ამ ძალისხმევის შედეგად ხეობა მეტად განვითარდება, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და გაჩნდება მეტი დოვლათი და შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)