06:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 12:30:46, 3121 ნახვა

სამართალი
ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი - პროკურატურა „TV პირველის“ დამფუძნებელს ფარულად უსმენდა

 „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით,  საქმის მასალების მიხედვით, პროკურატურა ფარულად უსმენდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, TV პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს.

„დაახლოებით სექტემბრიდან გაზაფხულამდე პერიოდში უსმენდნენ ბადრის, მამუკას, ბატონ ავთო წერეთელს, მის შვილს... სხვებს ვისაც უსმენდნენ, ჩანაწერებში ძირითადად არის ის, რომ შეშფოთებულები იყვნენ პროკურატურაში დაბარების გამო. არაფერი ამ ჩანაწერებში არ არის, რომელიც შეიძლება ვინმეს რამე მტკიცებულებად გამოადგეს“, - გადანცხადა ადვოკატმა.

აღნიშნულ განცხადებას ვატო წერეთელი facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ „ფულის გათეთრების“ საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!“, - წერს ვატო წერეთელი.   

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics