03:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 14:55:19, 3310 ნახვა

კომენტარი
დავით დვალი: „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია.

ამის შესახებ მან პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც დვალმა განმარტა, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას პარტიული ფონი უნდა მოსცილდეს და ტელევიზია ნამდვილად თავისუფალი გახდეს.

„შეიძლება ვიღაცას ყური მოჭრას, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, არ მეშინია - რაღაც შელოცვას ჰგავს ის ფრაზა, რომ „სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება“, იმიტომ რომ არ მჯერა ერთი წამითაც რომ არ შეიცვლება.  სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია, რა თქმა უნდა. შესაცვლელია იმ მხრივ, რომ ტაბუები უნდა აეხსნას რაღაცა თემებს, რომელიც, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ გარკვეულ პოლიტიკური ჯგუფის ზეგავლენის ქვეშაა და ის მფლობელი სადღაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის უკან იკარგება, არსებობს. აი ეს  თემები და მათგან წამოსული დღის განრიგიც უნდა მოიხსნას და ტელევიზია უნდა იყოს მართლა თავისუფალი“, - განაცხადა დავით დვალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics