12:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 12:59:29, 1568 ნახვა

ეკონომიკა
სოსო ფხაკაძე - საწვავი საერთაშორისო ფასებისა და ლარის კურსის გამო ძვირდება

 „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საწვავის გაძვირების მიზეზებს განმარტავს.

 ბიზნესმენის განცხადებით, საწვავი ლარის კურსისა და საერთაშორისო ფასების გამო ძვირდება.

„მიზეზია საერთაშორისო ფასების ზრდა, Platts-ის, რომელიც არის მთავარი ინდიკატორი, რომელიც ფასწარმოქმნას განსაზღვრავს საერთაშორისო ბაზარზე ნებისმიერ ქვეყანაში და მეორე, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსი. ჩვენ პროდუქციის შესყიდვას ვახდენთ ამერიკულ ვალუტაში და მისი რეალიზაცია, შემოსავლის მიღება არის ლარებში. შემდგომი პარტია რომ შევისყიდოთ, ამისთვის გვჭირდება გავაკეთოთ კონვერტაცია და როდესაც კონვერტაციას მაღალი კურსით ვაკეთებთ, ბუნებრივია, ეს ადეკვატურად აისახება შიდა ბაზარზე, ანუ საქართველოში ფასების დონეზე“, - აღნიშნა ფხაკაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics