05:01 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 11:42:07, 1162 ნახვა

კომენტარი
შალვა თადუმაძე: მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უზრუნველყოს

„მე მაქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომ მოსამართლე თვითგადარჩენისთვის და  ხელფასისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ მან ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. და თუ ის თავის ნაწილში ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, ბუნებრივია, ის ვერც სხვა ნაწილში უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა   შალვა თადუმაძემ გასაუბრებაზე განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ რა არის სამართლიანი სასამართლო, თადუმაძემ განმარტა, რომ ეს არის პროცედურების სრული დაცვით, მხარეებისთვის უზრუნველყოფილი გარანტიებით ჩატარებული პროცესი.

„სამართლიანი სასამართლო არის ის,რომ უზრუნველყოს ნებისმიერი მხარის მონაწილეობა, სრულყოფილი გამოკვლევა, მიეცეს შესაძლებლობა მხარეებს მიიღონ მონაწილეობა ამაში და სასამართლო გადაწყვეტილება იქნეს კანონზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული და  ის ხიბლი, რაც მოსამართლეს გააჩნია გადაწყვეტილების მიღების დროს , ეს არის შინაგანი რწმენა, შესაბამისობაში იყოს გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ჩატარებულ პროცესის შედეგებზე“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics