|
2019-07-19 15:58:15, 3157 ნახვა
კომენტარი
სალია: საეჭვოა, საიდან ჰქონდა ოქრუაშვილს 2004 წელს 7 მილიონი დოლარი
„ქიბარ ხალვაშის თქმით, ოქრუაშვილთან შეთანხმება არ ყოფილა და ასეთი დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „კურიერს“ განუცხადა. სალიას თქმით, საეჭვოა ისიც, 2004 წელს საჯარო სამსახურში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს საიდან ჰქონდა გასასესხებელი 7 მილიონი დოლარი. „მათ აქვთ ერთი დოკუმენტის ორი ასლი, სადაც რეალურად ქიბარ ხალვაშის ორი ხელმოწერაა ნოტარიულად დამოწმებული, თუმცა ამ ხელშეკრულებებზე საიდანღაც გაჩნდა ვიღაც სხვა პირის ხელმოწერები ვითომ ქიბარ ხალვაშის, ერთი საინტერესო დეტალია, იმ დოკუმენტს რომელსაც იყენებენ შესადარებლად ამ გაყალბებულ დოკუმენტთან და რომლის წინა გვერდებზეც დასმულია გაყალბებული ხელშეკრულებები ბოლო გვერდზე ხელმოწერა არის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. თარიღი ამ ორ ხელშეკრულებას გაყალბებულს და მეორეს ნოტარიულად დამოწმებულს აქვს ერთი და იგივე. როგორც თვითონ ამბობს ქიბარ ხალვაში ესეთი შეთანხმება არ ყოფილა და ასეთი დოკუმენტისთვის ხელი არასოდეს მოუწერია. ოქრუაშვილის ფული იქნება გადახდილი კომპანიაში, ოქრუაშვილმა ასესხა ფული, რომელ წელს იყო ეს? 2004 წელს? სად იყო ოქრუაშვილი 2004 წელს, საიდან ჰქონდა ეს თანხა, საჯარო მოხელე იყო იმ პერიოდში, მისი დეკლარაციები არსებობს, საიდან მისცა ქიბარს შვიდი მილიონი. ეს ყველაფერი უნდა ახსნას. რომ ახსნის კი ბატონო, ალბათ ქიბარსაც ექნება პასუხი, მე ვიცი ქიბარ ხალვაშისგან,რომ მას არ ჰქონია რაიმე შეთანხმება ოქრუაშვილთან და ხელი მსგავს დოკუმენტზე არ მოუწერია“, -ამბობს პაატა სალია.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)