11:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 15:42:52, 1567 ნახვა

სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა - იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საბუთების მიღება დაიწყო

იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის  ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას.

17 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  trainingcenter@tcj.gov.ge საკვალიფიკაციო გამოცდა კი, 2019 წლის 31 ივლისს ჩატარდება. დამატებით ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონული მისამართზე.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება შემდეგ დისციპლინებში:

•             საკონსტიტუციო სამართალი;

•             ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;

•             სისხლის სამართალი;

•             სისხლის სამართლის პროცესი;

•             სასჯელაღსრულებითი სამართალი;

•             ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა, ელექტრონულად წარსადგენი დოკუმენტები, პროგრამა და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.tcj.gov.ge/ka/news/490/

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics