11:05 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 13:00:39, 1411 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი: მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები გვაქვს

"ბრალდების მხარეს წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები, მათ შორის ახალიც და მათ დასაშვებად ცნობის საკითხზე ვიშუამდგომლებთ", - ამის შესახებ „ხორავას ქუჩის“ საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა მიხეილ კალანდიას სასამართლოს გამართვამდე ისაუბრა.

პროკურორის განცხადებით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასაც განიხილავს.

"ბრალდების მხარეს წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობის საკითხზე. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენებისათვის. მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა საქმეში არსებობს როგორც წერილობითი, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა სახის მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის პოზიციას ადასტურებს, მათ შორის ახალი მტკიცებულებებიც", - აღნიშნა პროკურორმა მეგრელიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics