|
2019-07-09 18:02:10, 1651 ნახვა
კომენტარი
კეპულაძე ლარის კურსზე: ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკაზე ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული
არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის განცხადებით,2012 წლიდან რუსეთში საქართველოდან ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა. როგორც ექსპერტმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში განმარტა, აღნიშნულმა ფაქტმა საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული გახადა. მისივე თქმით, 2018 წელს, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული იყო 437 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც მთლიანი ექსპორტის 13%-ია. კეპულაძე მიიჩნევს, რომ სრული ემბარგოს პირობებშიც კი, წელს დანაკლისი შესაძლოა დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი იყოს. "ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინების გამო, ბაზარზე პანიკის კლასიკური მაგალითი იყო. იყო მთელი დღის განმავლობაში მოლოდინი, რომ რუსეთი დაგვიწესებდა დამატებით ეკონომიკურ სანქციებს, რაც წლიურ ჭრილში დაახლოებით 200 მილიონი დოლარის დანაკლისს გამოიწვევდა, თუ მთლიანი პროდუქციის ექსპორტი შეჩერდებოდა. ეს მოლოდინი რადგან იყო, ბაზარმა მოახდინა რეაგირება და შეიძინა დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა, რასაც შეუძლია უკურეაქცია მოჰყვეს, იმიტომ რომ რეალურად მაკროეკონომიკური ფაქტორებით ეს არ იყო განპირობებული. ჩვენ არც ტურიზმიდან შემოსული თანხა დაგვკლებია ჯერ და არც სხვა შემოდინებები შემცირებულა. ეს იყო მოლოდინის და პანიკის შედეგი და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ პანიკის გადავლის შემდეგ ბაზარი ისევ ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას. გამომწვევი შედეგები ამ ყველაფრის არის ის, რომ ჩვენ სამწუხაროდ ბოლო წლებში ზედმეტად დამოკიდებული გავხდით რუსულ ბაზარზე. 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით რუსეთში საქართველოდან ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა, რამაც თავისთავად საბოლოო ჯამში მოგვცა ეს მოლოდინი და ეს შიში იმისა, რომ ამხელა ექსპორტი თუ გაჩერდა მერე რას ვშვრებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ ქვეყანაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული - არც თურქეთზე, არც რუსეთზე და არც აზერბაიჯანზე. უნდა გვქონდეს ჩვენი ეკონომიკა დივერსიფიცირებული. მესმის, რომ რუსეთი ბევრი ბიზნესმენისთვის შესაძლოა იყოს სასურველი ბაზარი საკუთარი პროდუქციის გაყიდვისთვის, მაგრამ ამ მაგალითის და პოლიტიკური გზავნილის გათვალისწინებით ახლა მაინც მოუწევს დაფიქრება იმაზე, რომ დივერსიფიცირება მოახდინონ საკუთარი ბაზრების, ნაკლები გაყიდონ რუსეთში, მეტი გაყიდონ ჩინეთში, ამერიკაში, ევროკავშირში, თურქეთში, აზერბაიჯანში და თუნდაც სომხეთში. მთავრობისთვის ეს უნდა იყოს მაგალითი. ჩვენ ვნახეთ რომ რუსეთი ერთი კაცის გადაწყვეტილებით იღებს მსგავს სანქციებს ან არ იღებს. გააჩნია, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს. ის მართლა ქართველ ხალხზე ზრუნვით არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, იქცევა ისე როგორც მას აწყობს. უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება დღეს არა, მაგრამ ხვალ დაგვიწესოს სანქციები, რაღაც არ მოეწონოს, თუნდაც პოლიტიკოსის განცხადება ან არ მოეწონოს აქციები და დაარქვას ამას რუსოფობია. ამიტომ, უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკაზე", - განაცხადა კეპულაძემ. კითხვაზე - რამდენად შესაძლებელია ახლო მომავალში კურსის დასტაბილურება, კეპულაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი მოლოდინზეა დამოკიდებული. "ერთი თვის წინ ჩემთვის რომ გეკითხათ ლარის კურსზე, ვერაფრით გამოვიცნობდი, რომ ასე გაუფასურდებოდა, იმიტომ რომ კაცმა არ იცოდა გავრილოვი სად დაჯდებოდა, არც ის ვიცოდით, რომ რუსეთი ფრენებს შეზღუდავდა. კურსი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, თუმცა ამავდროულად იმედი მაქვს, რომ მთავრობა უფრო მეტს იმუშავებს, რომ კურსი დასტაბილურდეს, მეტი სავალუტო შემოდინება გვქონდეს ქვეყანაში, ვიმედოვნებ რომ ეს უარყოფითი მოლოდინი, რომ გადაივლის, ამას მოჰყვება ლარის კურსის დასტაბილურება", - განაცხადა გიორგი ჯეპულაძემ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)