09:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 17:00:27, 1443 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: გურიაში გაზიფიციფრების ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიდის და 6000-მდე ოჯახი მიიღებს გაზს

„ვაგრძელებთ გაზიფიცირების სამწლიან გეგმას, რომელსაც ახორციელებს მთავრობა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მთლიანად 3-წლიან გეგმაში 226 ახალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება და საქართველოს გაზიფიკაციის დონე 85%-ს მიაღწევს. გურიაში ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიდის,  6000-მდე ოჯახი მიიღებს გაზს. მათ შორის ისეთი დასახლებებია, სადაც ისტორიულად გაზი არასდროს ყოფილა. ჩვენ ამ რეალობას ძირეულად შევცვლით“,  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გურიაში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას. მასთან ერთად, გაზიფიცირების პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ გურიის მხარეში სამთავრობო რწმუნებული - გუბერნატორი ზურაბ ნასარია, საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

 მინისტრმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აცანასა და ჭალაში გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.  აღნიშნულ სოფლებს გაზი აქამდე არ მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში ორივე სოფელში აშენდება 38 542 გრძივი მეტრი გაზსადენი და  503 კომლს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოები მიმდინარე წლის, ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდება და პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 1 391 236 ლარს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics