|
2019-07-08 11:56:42, 4633 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ინფორმაციას Russia Today ავრცელებს. ჯაბარავოს შეფასებით, ტელეწამყვანის გუშინდელი ეთერი, სადაც გაბუანიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცენზურო ლექსიკით მიმართა, შემაშფოტებელია. "აღშფოთებული ვარ იმ სიბინძურით, რისი უფლებაც თავს მსხვილმა ტელეკომპანიამ მისცა. ამ ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა არა პრეზიდენტს [პუტინს], არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას. აუცილებელია, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კრემლის ლიდერის შეურაცხყოფის ფაქტზე ამ არამზადას წინააღმდეგ საქმე აღძრას. ის რაც მოხდა, ეს ცივილიზებულ ჩარჩოებს სცდება. მე უფრო შორსაც წავიდოდი - სავაჭრო ემბარგოს და ხისტ სანქციებს დავაწესებდი. ჩემი აზრით, რეაგირებას მალე უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რას იტყვიან ევროპელები“, - განაცხადა ჯაბარომვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)