19:00 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 17:20:19, 2627 ნახვა

პოლიტიკა
გამსახურდია: ვინც გაიძახის „რუსეთი საფრთხეა, მაგრამ „ნაცები“... ან მტრისთვის სასარგებლო იდიოტია, ან აგენტი

როდესაც „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი თუ სხვა, რუსეთზე დიდ მტრად და საფრთხედ მიგაჩნია, და ერის მხსნელად რუსეთის ინტერესების მსახურ ოლიგარქიას თვლი, დღეს ცალსახად მტრის საქმეს აკეთებ“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც გამსახურდიამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში კიდევ ძალიან ბევრის ლუსტრაცია მოხდება.

მოკლედ, ჩემო კარგებო, უკვე ყველაფერი ნათელია. ჩვენ რუსეთთან დაუფარავ ჰიბრიდულ ომში ვართ, როდესაც ჩვენი ხელისუფლება, ეკლესია და ბიზნეს-ელიტა, იგივე - ოლიგარქია, ღიად დგას მტრის მხარეს, ჩვენს ხარჯზე გაზულუქებული და გამდიდრებული... ყველა, ვინც დღეს გაიძახის - „რუსეთი საფრთხეა, მაგრამ ნაცები“...  ან მტრისთვის სასარგებლო იდიოტია, ან აგენტია. როდესაც „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი თუ სხვა, რუსეთზე დიდ მტრად და საფრთხედ მიგაჩნია, და ერის მხსნელად რუსეთის ინტერესების მსახურ ოლიგარქიას თვლი, დღეს ცალსახად მტრის საქმეს აკეთებ.

უახლოეს პერიოდში კიდევ ძალიან ბევრის ლუსტრაცია მოხდება. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ესეც გაივლის და და ერს დაგვავიწყდება, ვინ სად იდგა, რას ამბობდა და რას აკეთებდა“, წერს ცოტნე გამსახურდია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics