09:37 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 16:07:03, 1634 ნახვა

კომენტარი
კალაძე ჟურნალისტებს: გჯერათ, რომ გახარია სამართალდამცველებს ეუბნებოდა, თვალებში და თავში ესროლათ?

„თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა,  თვალებში და თავში ესროლათ? ამის გჯერათ თქვენ?“, - ასე მიმართა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც მას ჰკითხეს, „სჯეროდა თუ არა, რომ სპეცრაზმელებმა შს მინისტრის სპეციალური ბრძანების გარეშე დამიზნებით სროლა გაბედეს“.

კალაძე აცხადებს, რომ ყველამ, ვინც აქციის დაშლისას ძალას გადაამეტა, პასუხი უნდა აგოს.

„კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველას მოეკითხება ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ყველას ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი იმ კონკრეტულ გადაცდომებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ ძალის გადამეტების თვალსაზრისით, იყო ცალკეული ეპიზოდები, აუცილებლად ყველამ უნდა აგოს პასუხი. თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა, რომ თვალებში და თავში ესროლათ? ამის გჯერათ თქვენ? მინისტრმაც გაგცათ პასუხი, გასცა იმ შეხვედრაზე, როდესაც ჟურნალისტებთან იყო შეხვედრაზე. კონკრეტული პასუხი იყო, რომ პასუხისმგებლობას იღებს გიორგი გახარია“, - მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics