|
2019-07-04 10:58:52, 1224 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები: მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ანტიდემოკრატიის „საუკეთესო“ მაგალითია
17 ოპოზიციური პარტია ენმ-ის წევრის, ნიკა მელიასთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით საპარლამენტო უფლებამოსილების აკრძალვის და ფაქტობრივი შინაპატიმრობის დაწესების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების რღვევას უწყობს ხელს. „ქართული ოცნებისგან“ კონტროლირებადი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად შინაპატიმრობის დაწესებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში უპრეცედენტოა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა. აშკარაა, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი რღვევის პროცესს“, განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „ახალი მემარჯვენეები“; „ახალი საქართველო“; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; „გამარჯვებული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“; „ევროპული დემოკრატები“; „ევროპული საქართველო“; „ემსახურე საქართველოს“; „თავისუფალი დემოკრატები“; „კანონი და სამართალი“; „ლეიბორისტული პარტია“; „რესპუბლიკური პარტია“; „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“; „სახელმწიფო ხალხისთვის“; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“; „ქრისტიან-კონსერვატორები“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)