12:47 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 15:46:25, 1284 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: არ ვიცი, ვის, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოუვიდეს თავში, რომ დეპუტატს შტურმი მიჰქონდეს პარლამენტის შენობაზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას საქმის გამოძიების შესახებ ისაუბრა.

ჩუგოშვილის განცხადებით, ის, როგორც პარლამენტის ერთი წევრი, ელოდება ნიკა მელიას საქმის გამოძიების დასრულებას და პასუხისმგებლობის დაყენებას, რადგან რაც მოხდა, სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია.

„გამიჭირდება, შევაფასო სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ვთქვა, რომ მაინცდამაინც აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო თუ სხვა ფორმა უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მის მიმართ აღკვეთის ის ღონისძიებები, როგორიცაა გირაო და შემდგომ მისი გადაადგილების კონტროლი, არის საკმარისი. ნიკა მელია არის პარლამენტის წევრი, რომელიც აორგანიზებდა შტურმს საქართველოს პარლამენტზე. ეს თავისთავად ნონსენსია. არ ვიცი, ვის, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოუვიდეს თავში, რომ პარლამენტის წევრს შტურმი მიჰქონდეს პარლამენტის შენობაზე. ამიტომ მე, როგორც პარლამენტის ერთი წევრი ველოდები ნიკა მელიას საქმის გამოძიების დასრულებას და პასუხისმგებლობის დაყენებას, რადგან რაც მოხდა, სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics