|
2019-06-27 20:34:08, 1564 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პროპორციულზე: ფორმულა არის მკაფიო - ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი
"როცა ვსაუბრობთ სამართლიან არჩევნებზე, ფორმულა არის ძალიან მკაფიო - ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე პროპორციულ არჩევნებსა და ნულოვან ბარიერის შემოტანის თემას გაამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი მთავრობის მხრიდან ძალიან პრინცპული იყო. „ეს არის მეორე ნაბიჯი, რომელიც განამტკიცებს საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის და საპარლამენტო დემოკრატიის იდეას. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი მართლაც არის უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგების მატარებელი იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის განცხადებით, ერთადერთი, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას ეწინააღმდეგება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. „არჩევნების ხარისხის ამაზე უფრო მაღლა თამასა არ არსებობს, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივა. მე ვერ მოვისმინე ვერანაირი არგუმენტი ვერც ერთი პოლიტიკური ძალისგან, რატომ არ უნდა წავიდეთ ამაზე. ერთადერთი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის მსჯავრდებული სააკაშვილი. იმიტომ რომ ამ ძალისთვის, არანაირი დემოკრატიული პროცესი ფასეულს არ წარმოადგენს, არანაირი არჩევნები, მატ აქვს მხოლოდ რევანშისტული და დესტრუქციული გეგმები. და ეს იყო ამავე დროს, კიდევ ერთხელ ტესტი იმისა, თუ ვის რა დამოკიდებულება აქვს საკუთარი სამშობლოს მიმართ. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, სამართლიან არჩევნებზე, ფორმულა არის მკაფიო, ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)