12:56 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 20:43:39, 1779 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში

„ევროპული საქართველოს“  დეპუტატი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერება შურისძიება იყო და არა სამართლის აღსრულება.

ამის შესახებ ხოშტარიამ ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა:

„მიუხედავად იმისა, ვინ როგორ უყურებს ნიკა მელიას იმ დღის განცხადებას, ვინ როგორ თვლის, სწორი იყო, არასწორი იყო, გამოსაძიებელი იყო, არ იყო, ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურეთ რაღაცას, რასაც კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან და  არც არაფერთან. ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა. პროკურატურა ნიკა მელიას  ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს (სსკ-ის 225-ე მუხლი). გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მას შესაძლოა დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics