15:18 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 11:12:15, 1217 ნახვა

პოლიტიკა
„მგონია ძალიან მართალი ვარ“ - ნიკა მელია პარლამენტში მივიდა

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა.

ის ჯერჯერობით ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე არ შესულა, სადაც მისი სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

„შავით თეთრზე ჩანს ყველაფერი და მიმაჩნია, რომ არათუ პოლიტიკოსს, არამედ საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უნდა აპატიმრებდნენ იმ საქმის გამო, რომელიც ეხება ოკუპანტს. როდესაც შენ აპროტესტებ ოკუპანტთან მიმართებაში და მწვავე პროტესტი გაქვს და გეუბნებიან აქ რატომ გაბედე მოსვლა მრავალტანჯულ შენობაში რატომ ააფრიალე რუსეთის დროშა და რატომ აღკვეთე სხვა მოქალაქეებთან  ერთად, რუსი ოკუპანტის გამო საქართველოს მოქალაქე რატომ უნდა დაიჭირო.

როგორ შეიძლება მტკიცებულება ჰქონდეთ, ეს იგივეა, რომ რეალურად ნებისმიერი, ქართველი ჯარისკაცი იმის გამო დააპატიმრო, რომ იგი იყო ბრძოლაში შესული მტერთან, ამ შემთხვევაში რუსეთის წარმომადგენელთან. რამდენი გაუკეთებიათ ასეთი, ეს არის პოლიტიკა ამ კაცის, ივანიშვილის, რომელიც დარწმუნებული ვარ, გვიყურებს, გაიღვიძა ახლა სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად. ისტორიის წინაშე მეამაყება, მგონია ძალიან მართალი ვარ“, - აღნიშნა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას  ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics