|
2019-06-25 12:20:27, 1025 ნახვა
პოლიტიკა
დაპირისპირება პარლამენტში - ენმ-მ და „ევროპულმა საქართველომ“ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
პარლამენტის პლენარული სხდომა ცხარე კამათის და დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ოპოზიცია სხდომის დღის წესრიგში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომისა და აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხის შეტანას ითხოვდა. „არის თუ არა დღის წესრიგში რეზოლუცია, რომელიც ასახავს გარეთ მდგომი ახალგაზრდების მოთხოვნას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, გახარიას გადაყენების შესახებ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს პარლამენტში მსჯელობა ამ ჩვეულებრივ საკითხებზე უბრალოდ წარმოუდგენელი, თუ ჩვენ არ განვიხილავთ გახარიას პასუხისმგებლობის სახითხს. შეიტანეთ დღის წესრიგში აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლების და შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების საკითხი!“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ. ამის შემდეგ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გააკეთა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდა: „თქვენ რა გგონიათ ქალბატონო თამარ, რომ იმ სკამში სადაც გავრილოვი იჯდა თქვენ წამოსკუპდებით და აქ ყველაფერი რუტინის მიხედვით წავა?! მოვითხოვთ ოპოზიცია, რომ განიხილოთ გახარიას გადადგომის საკითხი. ეს არ არის ის, რასაც მე ვითხოვ, ან ერთი პარტია ითხოვს, ამას ითხოვს საზოგადოება, მრავალათასიანი მიტინგი, რომელიც მიმდინარეობს უკვე მრავალი დღეა. ჩვენ არ მოგცემთ პროცედურაში შესვლის შესაძლებლობას. თქვენ უნდა განიხილოთ გახარიას გადადგომის საკითხი!მოგიწოდებთ ქალბატონო თამარ, თუ არ გსურთ დაადგეთ ირაკლი კობახიძის გზას!“, - მიმართა ბოკუჩავამ თამარ ჩუგოშვილს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს დარბაზში უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება და ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ, ენმ-ის და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვეს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განმარტა, რომ პარლამენტი არ აპირებს გახარიასთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი განიხილოს და სწორედ ამიტომ, მათ მიიღეს გადაწყვეტილება სხდომა დატოვონ, რადგან მასში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)