|
2019-06-20 16:26:08, 967 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე რუსი დეპუტატების ვიზიტზე: იმ ადამიანების საფლავზე დააფურთხეს, ვინც აფხაზეთში და ცხინვალში დაიღუპა
"იმ ადამიანების საფლავზე დააფურთხეს, ვინც დაიღუპა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოსი რუსი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სასაზღვრო პოლიციამ, რუსი დეპუტატები ქვეყანაში ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოუშვა. მისივე თქმით, ხელუსუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობები უნდა დატოვონ. „მოგვაფურთხეს, 500 ათასი ქართველის ღირსებას, საქართველოს მოქალაქის, ვინც გამოძევებულია სამშობლოდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. იმ ადამიანების საფლავზე დააფურთხეს, ვინც დაიღუპა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. მოიყვანეს ეს ფაშისტი და ჩასვეს საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში. შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს არ უშვებდნენ იქ, გავრილოვს იცავდნენ ჩვენგან. გეკითხებით, რატომ შემოუშვა გომელაურმა და სასაზღვრო პოლიციამ ოკუპაციის კანონის დარღვევით ეს ფაშისტი საქართველოში, რატომ მიამაგრა დაცვის პოლიციამ 5 ადამიანი, ესკორტით რატომ დაჰყავთ ეს ნაძირალა, რომელიც მოსკოვიდან გვმოძღვრავდა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას უნდა შევურიგდეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)