|
2019-06-20 13:39:15, 1040 ნახვა
კომენტარი
უგულავა გავრილოვის მიერ კობახიძის სავარძლის დაკავებაზე: ამას ჰქვია უპატრონობა და ნელ-ნელა ვაბარებთ ქვეყანას რუსეთს
"პარლამენტის თავმჯდომარის სკამში უნდა ჩამჯდარიყო რუსი დეპუტატი, რომ ხელისუფლება გამოფხიზლებულიყო?!" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ. როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტი უკვე წყალგამყოფია. "მაინცდამაინც პარლამენტის თავმჯდომარის სკამში უნდა ჩამჯდარიყო რუსი დეპუტატი, რომ ხელისუფლება გამოფხიზლებულიყო?! ამას ჰქვია სრული უპატრონობა და ასე ნელ-ნელა ვაბარებთ ქვეყანას რუსეთს. ეს უკვე წყალგამყოფია, ან იქით ხარ ან აქეთ ხარ. ჩამოყალიბდეს ეს ხალხი უმრავლესობაში, მერე რომ მოთქვამს, უიმე დედა გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა არ შეიძლება, მაგრამ რესტორანში ტაშფანდურს რომ უმართავენ ეგ კი", - აღნიშნა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)