|
2019-06-18 14:39:28, 1367 ნახვა
კომენტარი
ახალი მინისტრი: ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას - ჩვენი შემდგომი ეტაპი რეფორმის მე-2 ეტაპის განხორციელებაა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს - რეკომენდაციისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა აქცენტი მოსახლეობისთვის ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მეორე ფაზაზე განსაკუთრებულად პრიორიტეტული იქნება. "გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვღელავ, ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები, დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან დაკავშირებით და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი საკითხი და არცერთი პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)