17:48 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-15 15:27:08, 2168 ნახვა

კომენტარი
მშვენიერაძე: სახელმწიფოს უდგას მარტივი არჩევანი - ან იცავს ლიბერალურ დემოკრატიას ქვეყანაში, ან ფაშისტური ხელისუფლება ხდება

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე კანცელარიასთან ძალადობა განხორციელდა.

მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მოუწევს ლიბერალურ დემოკრატიასა და ფაშისტურ მმართველობას შორის არჩევანი გააკეთოს.

„რაც გუშინ ვნახეთ, ეს იყო ღია და თვალსაჩინო ძალადობა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. როცა სახელმწიფო მსგავს ქმედებებზე არ რეაგირებს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც ინდივიდუალური ადამიანების მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობას, ასევე ზოგადად, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ სახელმწიფოს უდგას ძალიან მარტივი არჩევანი - ან ის იცავს ლიბერალურ დემოკრატიას ქვეყანაში, იცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, ან ის ყალიბდება უმრავლესობების ინტერესების დამცველ ხელისუფლებად, რომელსაც სხვა ენაზე ჰქვია ფაშისტური ხელისუფლება“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics