|
2019-06-07 17:16:56, 1668 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი - უპასუხისმგებლო ეკონომიკის მინისტრი უნდა გადადგეს და დადგეს პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხიც
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მოითხოვს, რომ ფოთში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე ნებართვის გაცემის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გადადგეს. დეპუტატი პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს და აღნიშნავს, რომ საქართველო „მაფიოზური მმართველობის ქვეყნად“ ყალიბდება. „ეკონომიკის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ეკონომიკური პოლიტიკის აღსრულებაზე, თვე ნახევრის დაგვიანებით იგებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს თურმე ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო ბრძანება დაუწერია. თუ ეს სიმართლეა, რომ ეს მან არ იცოდა, ეს უკვე პრობლემაა, ე.ი. ამ ქვეყანაში ვინ რას აკეთებს, კაციშვილმა არ იცის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ გვჯერა, რომ მათ ეს არ იცოდნენ, რატო შეცვალეს ეს გადაწყვეტილება, სხვა საკითხია. მინისტრი უნდა გადადგეს თანამდებობიდან, როგორც უპასუხისმგებლო, რადგან 2 მაისსაა მიღებული გადაწყვეტილება და ის უკვე მინისტრი იყო. ამ ქვეყანაში სერიოზული მმართველობის კრიზისია და ვინ რისი მინისტრია, არავინ არაფერი იცის . კითხვას ვსვამ და ეს კითხვა დავუსვი მასაც - მოსწონს თუ არა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მინისტრმა თვენახევრის განმავლობაში არ იცის მისმა მოადგილემ რა ბრძანება დაწერა?! ეს არა მარტო მისი, არამედ პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხია, რად გვინდა მაშინ პრემიერმინისტრი? პარტიის პოლიტბიურო შეიკრიბოს და მათ განსაზღვრონ ამ ქვეყნის განვითარება და დავბრუნდეთ ისევ ძველ დროში. ეს არ არის დემოკრატია, ესაა ერთი გადადგმული ნაბიჯი, რომ ეს ქვეყანა ჩამოყალიბდეს მაფიოზური ტიპის ქვეყნად", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. შეგახსენებთ, 30 მაისს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კონსურციუმის, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მოგვიანებით, საკითხის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა. მინისტრმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)