|
2019-06-07 13:21:53, 1186 ნახვა
კომენტარი
თურნავა: ჩვენი სამინისტროს დაწყებული პროგრამები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში
„ჩვენი სამინისტროს ხედვა და ის პროგრამები, რომლებიც დაწყებულია, ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის პროგრამები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდა სწორედ სტაბილური, დინამიური ეკონომიკური ზრდის ფარგლებში. „იმ საკითხებს შორის, რომლებიც არამხოლოდ კომიტეტის წევრებს, არამედ ჩვენს მოსახლეობასაც აინტერესებს, შევარჩიე ორი პრიორიტეტი, რომელზეც ვმუშაობთ: პირველი არის დაკავშირებული ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევასთან - ეს არის სიღარიბის დაძლევა მაღალი, სტაბილური ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში - თუ რას ნიშნავს ინკლუზიური ზრდა, რას ვაკეთებთ და რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში. მეორე პრიორიტეტი არის მეტი ეფექტიანობა, უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა, უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილებები ინვესტორებთან და ბიზნესებთან მიმართებაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ჩვენს რეგიონში, ხოლო უახლოეს ათწლიან პერსპექტივაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სხვადასხვა შეფასებებით, ის გადააჭარბებს წლიურ 5 პროცენტს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია „თუმცა, არაერთხელ თქმულა, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, მთლიანად სამთავრობო გუნდი, ვგეგმავთ გავატაროთ ყველა ღონისძიება, რათა უფრო მეტად ჩავრთოთ ყველა აუთვისებელი რესურსი ეკონომიკურ ზრდაში და მეტად გამოვიყენოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარებული რესურსი" - აღნიშნა მინისტრმა. მისი შეფასებით, მოსახლეობისთვის კონკრეტული ზრდის ციფრების დასახელებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, როგორ იგრძნობს თითოეული ოჯახი ამ ზრდას და როგორ მივიტანთ მას თითოეულ ადამიანამდე. „ჩვენ უკვე გვაქვს ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ინვესტიცია არა მხოლოდ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაში, რაც, რასაკვირველია, ძალიან კარგად გვაქვს განვითარებული, არამედ ისეთ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს მთელ საქართველოს და მიწვდება თითოეულ ოჯახს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)