02:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 12:12:40, 1361 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობასა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ    2018 წლის 24 ნოემბერს ღამით, ქ.ბათუმში, სამორინე ,,პრინცესაში" ლ.უ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით უზბეკეთის  მოქალაქე ორ ქალს ი.ზ. -ს  და ხ.მ. -ს   დანით  ჭრილობები მიაყენა: ი.ზ. -ს გულმკერდის და ფეხის არეში, ხოლო ხ.მ. -ს სახისა და სხეულის არეში ხუთი ჭრილობა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და  19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლ.უ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად  17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics